ილიას უნივერსიტეტთან ერთად სადოქტორო პროგრამები განხორციელდება

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი სადოქტორო პროგრამების განხორციელებას მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციის გავლის შემდეგ ამოქმედდება და კურსდამთავრებულებს აკადემიური დოქტორის ორმაგი ხარისხი მიენიჭებათ. მემორადნუმის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება და სამეცნიერო კვლევა-ძიების წარმოება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა