აკადემიური საბჭოს 2025 წლის 02 ივნისის სხდომის დღის წესრიგი

(სხდომის ჩატარების დრო: 15:00 სთ.)

1. ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ.

(მომხს.: იურიდიული დეპარატმენტის უფროსი ჟანა ჯიბლაძე)

2. ბსუ-ში 2024-2025  წელს განსახორციელებელი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ანგარიშების (შუალედური) მოსმენის თაობაზე.

(მომხს.: სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი თამარ მაჭუტაძე)

3. „ERIH PLUS ბაზებში ინდექსირებული სამეცნიერო ჟურნალების და ქართველოლოგიური მიმართულების სამეცნიერო ჟურნალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის N06-01/23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

(მომხს.: სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი თამარ მაჭუტაძე)

4. „ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის განხილვის შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2024 წლის 01 თებერვლის №06-01/12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

(მომხს.: სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი თამარ მაჭუტაძე)

5. ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულ ლიკა დიასამიძისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური რეგისტრაციის გაუქმებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

(მომხს.: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის

დეკანი ლელა თურმანიძე)

6. ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის „სპეციალური მასწავლებლის მომზადების“ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ.

(მომხს.: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის

დეკანი ლელა თურმანიძე)

7. ბსუ-ს „დიპლო­მირებული მედიკოსის“ ერთსაფეხურიანი (ინგლი­სურ­ენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამის 2025-2026 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის დამტკიცების შესახებ.

(მომხს.: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის

დეკანის მოადგილე ნატო ზოსიძე)

8. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2022 წლის 25 ოქტომბრის №06-01/127 დადგენილებით დამტკიცებულ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაში „ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის შედარებითი კვლევები“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.

(მომხს.: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე)

მიმდინარე საკითხები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა