- საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - ბსუ) აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის შესარჩევად.
- ბსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეული ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინა ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს, რომელიც უფლებამოსილია კანდიდატურის წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
- ბსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ბსუ-ს პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმა, 4 წლის ვადით.
- დადგენილ ვადაში რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვა აკადემიური საბჭოს მიერ დაიწყება 2025 წლის 26 ივნისს, 12:00 სთ-ზე, ხოლო არჩევნები (ფარული კენჭისყრა) ჩატარდება 2025 წლის 26 ივნისს, 13:00 სთ-ზე.
- კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 09 ივნისიდან 2025 წლის 13 ივნისის ჩათვლით, ბსუ–ს საარჩევნო კომისიაში (ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. N32/35, პირველი კორპუსი, ოთახი N14), 10:00 სთ–დან 16:00 სთ–მდე.
- კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) კანდიდატის სარეგისტრაციო განცხადება (შევსებული ,,ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2025 წლის 02 ივნისის №06-01/50 დადგენილების N1 დანართის შესაბამისად);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) ბსუ–ს მიერ გაცემული ცნობა კანდიდატის მიერ დაკავებული ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი).
ე) 1 ცალი ფოტოსურათი, ზომით 3/4-ზე;
ვ) სამოქმედო გეგმა;
ზ) უმაღლესი განათლების (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლი;
თ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (მათ შორის ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის/ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლების შესახებ ინფორმაციის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადაა 15 კალენდარული დღე, აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ცნობა უნდა იყოს მოქმედი).
უკან |