საზაფხულო კონფერენცია თემაზე: „ახალი ჰორიზონტები: რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის“

სურათი

8 დან 12 ივნისის ჩათვლით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  მასპინძლობს პირველ საერთაშორისო საზაფხულო კონფერენციას თემაზე: „ახალი ჰორიზონტები: რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის“.

საერთაშორისო კონფერენცია გახსნეს ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ა(ა)იპ „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ ხელმძღვანელმა გიგა ფარტენაძემ და რექტორის მოადგილემ, თამარ სირაძემ.

კონფერენციის მიზანია რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება, ინკლუზიური დიალოგისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეწყობა დარგის ექსპერტებს, ახალგაზრდა ლიდერებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის.

მონაწილეები ჩაერთვებიან ინტერაქტიულ პანელურ დისკუსიებში, ექსპერტების მიერ მოდერირებულ თემატურ სამუშაო შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებში, რაც ხელს შეუწყობს საერთო რეგიონული გამოწვევების ინოვაციური გზებით გადაჭრას და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას.

საერთაშორისო კონფერენცია ა(ა)იპ „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოსა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა