პროგრამის “სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში” შედეგების პრეზენტაცია

სურათიშოთა რუსთაველის დარბაზში სპეციალური სასწავლო სოციალური პროგრამის “სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში” შედეგების წარდგინება გაიმართა. პროგრამაში მონაწილეობას ღებულობდნენ წარჩინებული, სოციალურად დაუცველი, ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები. 67 მონაწილიდან 2011-2012 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სწავლის საფასურში შეღავათი მიიღო 44 ახალგაზრდამ (20 სტუდენტი - 100%-იანი, 3 სტუდენტი - 70%-იანი და 21 სტუდენტი - 50%-იანი).

დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა ფაკულტეტების მიხედვით:

• განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტი - 21 სტუდენტი;
• სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი - 11 სტუდენტი;
• ტურიზმის ფაკულტეტი - 3 სტუდენტი;
• საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 9 სტუდენტი;

სოციალურად დაუცველი, წარჩინებული სტუდენტების დასახმარებლად სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი. პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის შემოწირულობით შეგროვდა 7 420 ლარი, ხოლო სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით - 1 445 ლარი. შემოსული თანხით დაფინანსდა 15 სტუდენტის სწავლის საფასური.
უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ავთანდილ ბარათაშვილის მხარდაჭერით დამატებით დაფინანსდა 10 000 ლარის ოდენობით 15 სტუდენტის სწავლის საფასური.
სულ 74 სტუდენტმა მიიღო სასწავლო სოციალური გრანტი.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა