აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი 10 წლისაა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის 10 წლის იუბილე აღინიშნა. სხდომაზე ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს საიბილეო თარიღი მიულოცა, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა და წარმატებები უსურვა.

აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი 2015 წლის 29 მაისს შეიქმნა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N55 დადგენილებით, რომლის პირველ ხელმძღვანელად დაინიშნა პროფესორი ემზარ მაკარაძე.

წლების განმავლობაში დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კავშირები დაამყარა. მემორანდუმის საფუძველზე ურთიერთობა შედგა თურქეთის უნივერსიტეტებთან, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტთან და სხვა კვლევით ცენტრებთან.

2018 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე დაარსდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“, რომელსაც 2023 წელს ევროპის საცნობარო ინდექსი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებისთვის -ERIHPLUS-ი მიენიჭა.

აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებს ახორციელებს თურქოლოგიის მიმართულებით. დეპარტამენტი სწავლობს საქართველო-თურქეთის ისტორიულ ურთიერთობებს, ენობრივ, ლიტერატურულ და კულტურულ კავშირებს შუა საუკუნეებიდან დღემდე. ამასთან, ყოველწლიურად იმართება სამეცნიერო კონფერენციები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ასევე, მოსწავლეთა კონფერენცია ,,ახლო აღმოსავლეთი და საქართველო".

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა