„Erasmus+”-ის ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა

სურათი

,,Erasmus+”-ის ეროვნულ ოფისი საქართველოში გიწვევთ ,,Erasmus+ “-ის საინფორმაციო დღეებზე ბათუმში. ღონისძიების მიზანია Erasmus+-ის პროგრამისა და მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შემდეგი სექტორებისთვის: უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და სწავლება, ზრდასრულთა განათლება, სკოლები, სპორტი და ახალგაზრდობა.

მონაწილეების ექნებათ შესაძლებლობა შეიტყონ არსებული დაფინანსების, პროექტის განხორციელების სტრატეგიებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.

 თარიღი: 23 ივნისი

ლოკაცია: ბათუმი, საქართველო (ლოკაციის შესახებ ინფორმაცია გაზიარებული იქნება რეგისტრირებულ პირებთან)

ენა: ქართული

სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, სკოლების წარმომადგენლები, პროფესიული განათლებისა და სწავლების წარმომადგენლები, ზრდასრულთა განათლების ინსტიტუციების წარმომადგენლები, რეკრეაციული სპორტის ინსტიტუციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაითვალისწინეთ: სესიების უმეტესობა ტარდება ინსტიტუციების/ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. ინდივიდუალური პირებისთვის ტარდება მხოლოდ შემდეგი სესია : “მობილობის შესაძლებლობები სტუდენტებისათვის და ახალგაზრდებისთვის.”

ღონისძიების დღის წესრიგი: https://shorturl.at/MYJjn

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/tuYt4

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 18 ივნისი , 24:00 (საქართველოს დროით). 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა