ბსუ და ზალცბურგის უნივერსიტეტი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამით PoSIG თანამშრომლობას განაგრძობენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს პარიზ ლოდრონის ზალცბურგის უნივერსიტეტის მკვლევარი, ბსუ-ს საპარტიო დოქტორი ფრანც კოკი ეწვია.  სტუმარს ბსუ-ს რექტორი, ტიტე აროშიძე, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინე გიორგაძე, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი,  და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე იმსჯელეს უნივერსიტეტებს შორის პოლიტიკის მეცნიერებათა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე. დაიგეგმა ერთობლივი საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის შემუშავება, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტების ჩატარება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები - შალვა შალიკაძე, მარიამ ყურშუბაძე, გიორგი ბოლქვაძე, დათა კობალაძე, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზალცბურგის, ტირანას, ლუბლიანას, სკოპიესა და სხვა უნივერსიტეტთა ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე - PoSIG .

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა