
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიაუნის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS გიწვევთ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენცია ტარდება ,,ERASMUS+“-ის პროექტის PRESS-ის (https://press-project.eu/) ფარგლებში.
კონფერენციის თემა - "საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის".
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი და საჯარო სკოლების აკადემიურ პერსონალს და პედაგოგებს. ასევე, პირებს, რომლებიც დაინტერსებულნი არიან საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესების საკითხებით და მდგრადი განვითარების მიდგომების ინტეგრირებით სასწავლო პრაქტიკაში.
კონფერენცია ჩატარდება 2025 წლის 8 და 9 სექტემბერს.
კონფერენციის ჩატარების ადგილი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონფერენციაზე წარმოდეგნილი იქნება მოხსენებები და ვორქშოფები ქართველი და უცხოელი მკვლევრების მონაწილეობით. ვორქშოფებს ჩაატარებენ ბრემენის (გერმანია), ჰელსინკის (ფინეთი), კლაგენფურტის (ავსტრია), ნეგერი მალანგის (ინდონეზია), სულთან აგენგ ტირტაიასის (ინდონეზია), ბათუმის (საქართველო) და ილიაუნის (საქართველო) უნივერსიტეტების, ასევე დევიდ იელინის (ისრაელი) და ჰაიფას არაბული აკადემიური კოლეჯების (ისრაელი) აკადემიური პერსონალი.
კონფერენციის დეტალური პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება.
მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 15 ივლისს და დასრულდება 22 აგვისტოს.
კონფერენციაში მონაწილეობის სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/Acykwdap12rhKSGUA
კონფერენციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ წარადგინონ პოსტერ მოხსენება, ან დარეგისტრირდნენ მონაწილედ.
პოსტერ მოხსენების წარდგენის მსურველებმა თავიანთი მოხსენების მოკლე აბსტრაქტი (მაქსიმუმ 300 სიტყვა) უნდა გამოაგზავნონ ელფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: salis@iliauni.edu.ge. გამოგზავნის ბოლო თარიღი - 8 აგვისტო.
აბსტრაქტი უნდა ასახავდეს მომხსენებლის საუკეთესო პრაქტიკას განათლების მდგრადი განვითარების დანერგვის შესახებ.
დასტურს პოსტერის აბსტრაქტის მიღების შესახებ და ტექნიკურ მოთხოვნებს პოსტერის მომზადებასთან დაკავშირებით, პედაგოგები მიიღებენ 15 აგვისტომდე.
პოსტერის წარდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში.
კონფერენციის სარეგისტრაციო გადასახადი:
100 ლარი - აკადემიური პერსონალისა და პედაგოგებისთვის
50 ლარი - სტუდენტებისთვის
სარეგისტრაციო გადასახადის ჩარიცხვა იწარმოებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგარიშზე.
რეკვიზიტები: მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი - TRESGE 22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7519;
დანიშნულება: PRESS ის კონფერენცია.
სარეგისტრაციო გადასახადი არ მოიცავს მგზავრობის და განთავსების ხარჯებს ბათუმში.
ყველა მონაწილისთვის გაიცემა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილის სერტიფიკატი.
გთხოვთ, მოგვმართოთ ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში:
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Email: shorenagabaidze@bsu.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
Email: salis@iliauni.edu.ge
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
უკან |