
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკენ სეიფულინის სახელობის ყაზახეთის აგროტექნიკური კვლევითი უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ. ვიზიტი განხორციელდა ბსუ-სა და ყაზახეთის აგროტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც აგრარულ და ბიოტექნოლოგიურ მიმართულებებში ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს ითვალისწინებს.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება კვლევები მათ მიერ ჩამოტანილ ნიმუშებზე - სხვადასხვა მცენარისა და სოკოს მიცელიუმისგან მიღებულ ექსტრაქტებზე, რომლებზეც ბსუ-ს მეცნიერები და ყაზახი პარტნიორები ერთობლივად იმუშავებენ. ასევე დაგეგმილია ერთობლივი სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება და კვლევითი პროექტების შემუშავება.
უკან |