„ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესების კვლევის“ სეზონური სკოლა -2025

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 26-29 ივლისს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება ,,ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესების კვლევის“ სეზონური სკოლა -2025.

სეზონური სკოლა 2022 წლიდან ფუნქციონირებს და წელს მეოთხედ გაიმართება. პროექტის ავტორი და ორგანიზატორია პროფესორი ნანა ტრაპაიძე.

 მიმდინარე წლის თემატური ჩარჩოა - ლიტერატურა როგორც ტრავმა (ქართული საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ლიტერატურა)

„სკოლა“ წელს იმუშავეს ინტერდისციპლინურად: ჩართულნი იქნებიან სოციოლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობის, ფსიქიატრიის აღიარებული სპეციალისტები.

სკოლის მუშაობის დასასრულს სტუდენტები წარმოადგენენ სკოლის ფარგლებში შესრულებული ნაშრომების ძირითად თეზისებს, ხოლო სკოლის მუშაობის შემდეგ, დასრულებული ნაშრომის წარმოდგენისთვის მიეცემათ სპეციალური დრო. გამარჯვებულ ორ ნაშრომს სექტემბერში გამოავლენს სპეციალური კომისია.

მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სეზონურ სკოლაში მიღების პირობა:

  • ,,სკოლაში“ მონაწილეობა შეუძლიათ ბსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, ასევე ლიტერატურით დაინტერესებულ  სხვა სპეციალობის სტუდენტებს.
  • მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დაესწროს სკოლის მუშაობის ყველა სესიას და სურვილის შემთხვევაში წარმოადგინოს კვლევითი ნაშრომი.
  • ნაშრომის წარმოდგენის ვადები განისაზღვრება სკოლის მუშაობის დასრულების შემდეგ.
  • სეზონურ სკოლაში სწავლის პერიოდი: 27 ივლისი - 29 ივლისი.
  • ლექციების ჩატარების დრო:

  I სესია -11:00-13:00

  ლანჩი

  II სესია - 14:00-17:00

დამატებითი ინფორმაცია:

მისამართი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველი/ნინოშვილი  ქ. 35/32

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 591 28 08 30

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა