ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ მოაწერეს.  დოკუმენტი მიზნად ისახავს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი შვილებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი მომავალი თაობებისთვის კვალიფიციური განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ახალგაზრდობის როლს, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში.

თანამშრომლობა ითვალისწინებს სამსახურში მოქმედი განათლების პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისა და უნივერსიტეტისთვის პროგრამით სარგებლობის გაადვილებას, მათ შორის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებას. პროგრამა 2023 წლიდან მოქმედებს და დღემდე 5000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა