ბსუ-ს კურსდამთავრებულთა გამოშვება - 2025

სურათი

25 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება!

უნივერსიტეტის დასრულება არამხოლოდ წარსული მიღწევების შეჯამება, არამედ თქვენი ახალი გზების დასაწყისია!

ღონისძიება ჩატარდება ბსუ-ს მიმდებარედ, უნივერსიტეტის შადრევანთან 25 ივლისს, საღამოს 19:00 სთ-დან.

ღონისძიების სივრცეში განთავსდება სპეციალურად მოწყობილი ფოტო კუთხეები, სადაც კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები მეგობრებთან და ლექტორებთან ერთად. ცერემონიის ფარგლებში დაგეგმილია კურსდამთავრებულთა დაჯილდოება.

დაჯილდოების შემდეგ, კურსდამთავრებულებს ელოდებათ გამაგრილებელი სასმელები, ხოლო თქვენს განწყობაზე იზრუნებს Jazz Big Band და DJ.

ღონისძიება დასრულდება ტრადიციულად ქუდების ჰაერში ასროლით, ტორტის საზეიმო გაჭრით და გრანდიოზული ფოიერვერკით.

გელოდებით! ერთად ვიზეიმოთ უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება!

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა