ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია
(,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2025 წლის 22 ივლისის N01-02/149 ბრძანების დანართი N2)
- 2025 წლის 22 ივლისს გამოცხადდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,ბსუ“) აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი (ბსუ-ს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის ვაკანტური თანამდებობები).
-
კონკურსის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:
- 1. 2025 წლის 22 აგვისტოდან 01 სექტემბრის ჩათვლით, გარდა კვირისა და უქმე დღისა - (28 აგვისტო), 11:00 სთ-დან 16:00 საათამდე დროის მონაკვეთში - საკონკურსო განცხადების (ანკეტის) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, მათ შორის ფაკულტეტების ვაკანსიების (სულ 102) მიხედვით შემდეგ დღეებში:
- ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანსიებზე (სულ 27)- 2025 წლის 22 -23 აგვისტოს, ასევე 25 - 26 აგვისტოს;
- ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ვაკანსიებზე (სულ 11) - 2025 წლის 22 და 23 აგვისტოს;
- ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ვაკანსიებზე (სულ 8) - 2025 წლის 25 და 26 აგვისტოს;
- ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანსიებზე (სულ 7) - 2025 წლის 27 და 29 აგვისტოს;
- ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ვაკანსიებზე (სულ 26) - 2025 წლის 27 და 29 აგვისტოს;
- ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვაკანსიებზე (სულ 10) - 2025 წლის 30 აგვისტოს და 01 სექტემბერს;
- ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ვაკანსიებზე (სულ 13) - 2025 წლის 30 აგვისტოს და 01 სექტემბერს.
(შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) სრულად უნდა შეივსოს ელექტრონულად, ბსუ-ს პორტალის მოდულში ,,აკადემიური პერსონალის კონკურსი“- www.portal.bsu.edu.ge/Jobs/ და თან უნდა დაერთოს (აიტვირთოს) შესაბამისი პოზიციისათვის განსაზღვრული და საკონკურსო განაცხადში (ანკეტაში) ასახული ინფორმაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ვერსია. საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) და დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემდეგ, კონკურსანტმა ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით“ გათვალისწინებული და წინამდებარე ბრძანების N2 დანართში აღნიშნული დოკუმენტაცია);
- 2. 2025 წლის 01 სექტემბერს - ბსუ-ს ვებგვერდზე განთავსდება ინფორმაცია დადგენილ ვადებში დარეგისტრირებული კონკურსანტების შესახებ და საკონკურსო მასალები გადაეცეს საკონკურსო კომისიას;
- 3. 2025 წლის 01-02-03-04 სექტემბერს ჩატარდება აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსი (დოკუმენტაციის გადარჩევა/შეფასება, გასაუბრება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ფარული კენჭისყრით);
- 4. არაუგვიანეს 2025 წლის 05 სექტემბრისა (17:00 საათი) - საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის (საბოლოო შედეგები) გამოქვეყნება ბსუ-ს ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge) და კონკურსის შედეგების დასამტკიცებლად აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა.
-
კონკურსის პირობებია:
- 1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი იმპაქტ-ფაქტორის (The Clarivate Analytics Impact Factor) ან Q1-ს მქონე Web of Science ან Scopus საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში ან სამეცნიერო ნაშრომი Web of Science ან Scopus საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ ჰუმანიტარული დარგის სამეცნიერო ჟურნალში ან Web of Science ან Scopus საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებული მონოგრაფია ან აქვს საერთაშორისო საპატენტო ორგანიზაციებში რეგისტრირებული გამოგონება/პატენტი;
ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო ღონისძიებაში, რომლის აბსტრაქტები/გამოცემები ინდექსირებულია Web of Science ან Scopus;
გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო/არის დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი/ძირითადი შემსრულებელი;
დ) ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით ხელმძღვანელობდა დოქტორანტს/დოქტორანტებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხი;
ე) აქვს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
ვ) მომზადებული აქვს შესაბამისი მიმართულებით სახელმძღვანელო;
ზ) თანამშრომლობს უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან (უცხოეთის უნივერსიტეტებთან/სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივი სასწავლო ან სამეცნიერო პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა, სტიპენდია/სტაჟირება და სხვ.);
თ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
- 2. პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი Web of Science ან Scopus ან ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით) საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში ან Web of Science ან Scopus საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებული მონოგრაფია ან ჰუმანიტარულ დარგში ქართველოლოგიის მიმართულებით მონოგრაფია (რომელშიც ციტირებულია Google Scholar ან ERIH PLUS საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ავტორის/ავტორთა სტატია/სტატიები) ან აქვს ეროვნულ საპატენტო ორგანიზაციებში რეგისტრირებული გამოგონება/პატენტი;
ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო ღონისძიებაში, რომლის აბსტრაქტები/გამოცემები ინდექსირებულია Web of Science ან Scopus ან Google Scholar ან ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით) საერთაშორისო ბაზებში;
გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო/არის დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი/ძირითადი შემსრულებელი ან ბოლო 5 წლის განმავლობაში არის დასაფინანსებლად წარდგენილი, მაღალი შეფასების მქონე (80% და მეტი) სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი/შემსრულებელი;
დ) ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით მისი ხელმძღვანელობით სტუდენტს (ბაკალავრს, მაგისტრანტს, დოქტორანტს) გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი;
ე) აქვს საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
ვ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები;
ზ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
- 3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი Web of Science ან Scopus ან ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით) საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში ან Google Scholar საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებული მონოგრაფია ან ჰუმანიტარულ დარგში ქართველოლოგიის მიმართულებით მონოგრაფია (რომელშიც ციტირებულია Google Scholar ან ERIH PLUS საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ავტორის/ავტორთა სტატია/სტატიები) ან აქვს ეროვნულ საპატენტო ორგანიზაციებში რეგისტრირებული გამოგონება/პატენტი;
ბ) მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო ღონისძიებაში, რომლის აბსტრაქტები/გამოცემები ინდექსირებულია Web of Science ან Scopus ან Google Scholar ან ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით) საერთაშორისო ბაზებში;
გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო/არის დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი/ძირითადი შემსრულებელი ან ბოლო 5 წლის განმავლობაში არის დასაფინანსებლად წარდგენილი, მაღალი შეფასების მქონე (80% და მეტი) სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი/შემსრულებელი;
დ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები;
ე) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასისტენტ-პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
- 4. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი Google Scholar საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში;
ბ) მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო ღონისძიებაში;
გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს ჯგუფში მუშაობის/ პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა;
- 5. ასისტენტის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორანტი.
-
მედიცინის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური დისციპლინების განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დამატებით განსზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (საკონკურსო პირობები):
- 1. პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად:
ა) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით საექიმო საქმიანობის უფლება, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სერტიფიკატით;
ბ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით კლინიკაში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ ბოლო 9 წლისა;
- 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად:
ა) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით საექიმო საქმიანობის უფლება, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სერტიფიკატით;
ბ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით კლინიკაში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ ბოლო 5 წლისა;
- 3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად:
ა) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით საექიმო საქმიანობის უფლება, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სერტიფიკატით;
ბ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით კლინიკაში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ ბოლო 3 წლისა;
- 4. ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად - კლინიკური დისციპლინების მიმართულებით საექიმო საქმიანობის უფლება, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სერტიფიკატით.
- ბსუ-ს აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
- ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველი (შემდეგში - კონკურსანტი) ვალდებულია საკონკურსო დოკუმენტაცია (საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები) წარმოადგინოს კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის ბრძანებაში აღნიშნული საკონკურსო პირობების, ფორმატისა და ვადების დაცვით.
- პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) - შევსებული რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);
დ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი მიმართულების სილაბუსი (სილაბუსები);
ე) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსის (სილაბუსების) შესაბამისი მინიმუმ ერთი სახელმძღვანელო/სალექციო კურსის/რიდერის ელექტრონული ვერსია, იმ ენაზე, რომელ ენაზეც ტარდება ლექცია (უნდა წარმოადგინოს მხოლოდ პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა); ჯგუფში მუშაობის/ პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა (უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა);
ვ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;
ზ) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე/ერთსაფეხურიანზე/ზოგადი განათლების მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე - უნდა წარმოადგინოს მხოლოდ პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა), ხოლო ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ სწავლების კონცეფცია (გარდა უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხურისა);
თ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);
კ) ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული რომელიმე ან რამდენიმე კრიტერიუმების შესაბამისად) - სავალდებულოა წარმოსადგენად ინგლისურენოვანი პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილე კონკურსანტისათვის, ხოლო სხვა ვაკანტური თანამდებობის შემთხვევაში - სასურველია წარმოდგენილი იქნეს, თუკი კონკურსანტი უთითებს ინგლისური ენის ფლობის შესახებ ინფორმაციას საკონკურსო განაცხადში/ანკეტაში;
ლ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
მ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით კლინიკაში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა (სავალდებულოა მედიცინის/სტომატოლოგიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური კომპონენტის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის ვაკანსიისათვის, გარდა ასისტენტისა);
ნ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სერტიფიკატი (სავალდებულოა მედიცინის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლინიკური კომპონენტის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის ვაკანსიისათვის);
ო) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის დღისათვის ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).
- ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) - შევსებული რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამოტივაციო წერილი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (გაცემული საკონკურსო განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში);
ე) 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);
ვ) ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული რომელიმე ან რამდენიმე კრიტერიუმების შესაბამისად) - სავალდებულოა მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილე კონკურსანტისათვის, ხოლო სხვა ვაკანტური თანამდებობის შემთხვევაში - სასურველია წარმოდგენილი იქნეს, თუკი კონკურსანტი უთითებს ინგლისური ენის ფლობის შესახებ ინფორმაციას საკონკურსო განაცხადში/ანკეტაში.
ზ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით საექიმო საქმიანობის დამადასტუ-რებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სერტიფიკატი (სავალდებულოა მედიცინის/სტომატოლოგიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური კომპონენტის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობების კონკურსის შემთხვევაში);
თ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის დღისათვის ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).
- კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) სრულად უნდა შეივსოს ელექტრონულად, პორტალზე - www.portal.bsu.edu.ge/Jobs/ და თან უნდა დაერთოს (აიტვირთოს) შესაბამისი პოზიციისათვის განსაზღვრული და საკონკურსო განაცხადში (ანკეტაში) ასახული ინფორმაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ვერსია.
- საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) და საკონკურსო დოკუმენტაციის ასლების ელექტრონულად წარმოდგენის შემდეგ, კონკურსანტმა საპროცედურო კომისიაში მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) ელექტრონულად წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) ამობეჭდილი ვერსია;
ბ) 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);
გ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ) - სავალდებულოა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის საკონკურსო პოზიციისათვის (შენიშვნა: ბსუ-ში დასაქმებული/შრომითი გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალის შემთხვევაში საკმარისია ელექტრონულ სააპლიკაციო განაცხადის შესაბამის ველში ატვირთვა);
დ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (გაცემული საკონკურსო განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში) - ასისტენტის პოზიციის საკონკურსო პოზიციისათვის (შენიშვნა: ბსუ-ში დოქტორანტისათვის საკმარისია ცნობის ატვირთვა ელექტრონულ სააპლიკაციო განაცხადის შესაბამის ველში);
ვ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით კლინიკაში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა (სავალდებულოა მედიცინის/ სტომატოლოგიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური კომპონენტის განმახორციელებელი პროფესორის/ასოცირებული პროფესორის/ ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის კონკურსის შემთხვევაში);
ზ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სერტიფიკატი (სავალდებულოა მედიცინის/სტომატოლოგიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური კომპონენტის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის კონკურსის შემთხვევაში).
- ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით ღია კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ კონკურსში გამარჯვებულ პირებთან დაიდება შრომითი ხელშეკრულებები (იხილეთ ამავე ველში ბსუ-ს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმა) ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული ვადებით.
- კონკურსის შედეგად არჩეული ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის პირის სამუშაო დატვირთვა და შრომის ანაზღაურების გაცემის პირობები განსაზღვრულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განხილული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული,,ბსუ-ს პერსონალის აფილირების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის შრომის დატვირთვის განსაზღვრისა და ანაზღაურების გაცემის წესით (შემდეგში -,,აფილირების წესი“), რომლის თანახმად, ბსუ-სთან აფილირებულად მიიჩნევა პირი, რომელიც: ა) დასაქმებულია აკადემიურ თანამდებობაზე მხოლოდ ბსუ-ში, არ უკავია სხვა დაწესებულების სამეცნიერო თანამდებობა, ბსუ-ში ახორციელებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და თავის სამეცნიერო კვლევის შედეგებს უკავშირებს (ეთვლება) მხოლოდ ბსუ-ს; ბ) ბსუ-ს სახელით მონაწილეობს საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში; გ) აქტიურად არის ჩართული ბსუ-ს საგანმანათლებლო, კვლევით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესებში; დ) აქტიურად არის ჩართული სტუდენტების აკადემიური კონსულტირების და აკადემიური/სამეცნიერო ხელმძღვანელობის პროცესებში. ბსუ-სთან აფილირებულად ვერ ჩაითვლება პირი, რომელსაც ბსუ-სთან არა აქვს გაფორმებული აფილირების ხელშეკრულება/შეთანხმება ან შეუწყდა, აფილირების წესის შესაბამისად.
- ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის - www.bsu.edu.ge კონკურსების ველის მეშვეობით საკონკურსო განცხადებასთან ერთად კონკურსანტებისათვის ხელმისაწვდომია გასაცნობად რეგულაციები/საუნივერსიტეტო სამართლებრივი აქტები (ბსუ-ს წესდება; ბსუ-ს ეთიკის კოდექსი; ,,ბსუ-ს პერსონალის მართვის პოლიტიკა“; ბსუ-ს შინაგანაწესი; ბსუ-ში სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა; ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის N07-01/12 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი“; და ,,ბსუ-ს პერსონალის აფილირების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის შრომის დატვირთვის განსაზღვრისა და ანაზღაურების გაცემის წესი“; ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია; ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის პირთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების ფორმა; საკონკურსო განაცხადების (ანკეტის) ფორმის დამტკიცების ბრძანება და სხვა რეგულაციები, ბსუ-ს ვებგვერდის ველიდან ,,იურიდიული ცნობარი“).
საკონკურსო განაცხადის მიღების ცნობის ფორმა
აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი









უკან |