ბსუ-ს კურსდამთავრებულთა გამოშვება - 2025

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების 88-ე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს  ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ასევე პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა.

100-მდე წარჩინებული კურსდამთავრებული სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა.

უნივერსიტეტი მიმდინარე წელს ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის 1057-მა სტუდენტმა დაასრულა.

ღონისძიების ფარგლებში, ჯანდაცვის მიმართულების თეთრ ხალათებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად, ექიმის ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.

კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონია ქუდების ასროლით, ტორტის საზეიმო გაჭრითა და ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს: ბსუ-ს კურსდამთავრებულმა, მომღერალმა მარიამ მოსეშვილმა, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ, კულტურის ცენტრის Jazz Big Band-მა და DJ-მ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა