ბსუ-ს ბელგიის ლუვენის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, ცნობილი ტრანსპლანტოლოგი იან ლერუტი ეწვია

სურათი

ბსუ-ს ბელგიის ლუვენის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, ევროპის ორგანოთა ტრანსპლანტაციის ასოციაციის (ESOT) და ღვიძლის ტრანსპლანტაციის საერთაშორისო ასოციაციის (ILTS) პრეზიდენტი იან ლერუტი ეწვია. ცნობილი ტრანსპლანტოლოგი ბსუ-ს რექტორს ტიტე აროშიძეს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანს, რუსუდან ხუხუნაიშვილს და ამ მიმართულების წამყვან პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში მან ასევე დაათვალიერა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და სამედიცინო მიმართულების ლაბორატორიები.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. დაიგეგმა, რომ პროფესორი იან ლერუტი ბსუ-ში ჩაატარებს ლექციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს ტრანსპლანტოლოგიაში. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებას საქართველოში წარმატებით ახორციელებს ბსუ-ს აკადემიური პერსონალისგან შემდგარი ტრანსპლანტოლოგთა გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი კახაბერ ქაშიბაძე.

ვიზიტი შედგა ბათუმის ღვიძლის დაავადებებისა და ტრანსპლანტაციის ცენტრის დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო სიმპოზიუმის ფარგლებში. ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაიმართა, გაიხსნა ბელგიელი ტრანსპლანტოლოგის, პროფესორ იან ლერუტის სახელობის სივრცე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ახალი ეტაპი საქართველოში და საერთაშორისო თანამშრომლობის როლი ამ პროცესში. სიმპოზიუმს ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და ტრანსპლანტაციის სფეროს სპეციალისტები.

პროფესორმა ლერუტმა აქტიურად მიიღო მონაწილეობა სიმპოზიუმის მუშაობაში, იგი ქართველ ტრანსპლანტოლოგებთან ერთად ჩართული იყო კლინიკური პროტოკოლების განახლების პროცესში, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ტრანსპლანტოლოგიის სფეროს კიდევ უფრო განვითარებას საქართველოში.

ბსუ აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას მედიცინის მიმართულებით და მხარს უჭერს ტრანსპლანტოლოგიის განვითარებას ქვეყანაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა