ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერმა 7 წლით აკრედიტაცია მოიპოვა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის განათლების მიმართულების კლასტერმა, რომელიც აერთიანებს 7 საგანმანათლებლო პროგრამას, წარმატებით მოიპოვა შვიდი წლით აკრედიტაცია.

აკრედიტაცია მიენიჭა შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:

  • სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • პროფესიული და უწყვეტი განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • მასწავლებლის მომზადების (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ფრანგული ენა,  გერმანული ენა, რუსული ენა, ისტორია, სამოქალაქო განათლება) საგანმანათლებლო პროგრამა
  • მასწავლებლის მომზადების (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, კომპიუტერული ტექნოლოგიები) საგანმანათლებლო პროგრამა
  • სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ეს მნიშვნელოვანი მიღწევა წარმოადგენს ფაკულტეტის პირველ წარმატებას საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის ფარგლებში და ადასტურებს პროგრამების შესაბამისობას მაღალი ხარისხის აკადემიურ სტანდარტებთან.

ვულოცავთ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა