
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან ერთად, პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულ, უნივერსიტეტის სტუდენტს - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსან, საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის კაპრალ ამირან მამალაძეს.
ამირან მამალაძე იყო ერთადერთი სტუდენტი აჭარის რეგიონიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს საცეცხლე ზონაში დაჭრილი თანამებრძოლებისა და მეთაურის გამოსაყვანად დაბრუნდა და ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.
ომში დაღუპული გმირის უკვდავსაყოფად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია სტუდენტ ამირან მამალაძის სახელობის სტიპენდია და ასევე მცირე სპორტულ დარბაზს მინიჭებული აქვს მისივე სახელი.
უკან |