
15 აგვისტოს, 15:00 საათზე, 32-ე აუდიტორიაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართება სემინარი თემაზე: ,,აჭარის პრეისტორიული და ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები გეოინფორმაციულ სისტემაში“.
სემინარი იმართება სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „აჭარის არქეოლოგიური ძეგლები გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემაში“ (BS-24-180) - ფარგლებში.
პროექტის მიზანია აჭარის არქეოლოგიური ძეგლების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შექმნა. პროექტის შედეგად შეიქმნება აჭარის ზღვისპირეთის პირველი ელექტრონული არქეოლოგიური რუკა, რომელზეც სრული ინფორმაციით აისახება აჭარის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა არქეოლოგიური ობიექტი.
უკან |