
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2025-2026 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე. (დანართი 1)
ბსუ-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება
- ფინანსები და საბანკო საქმე
- მარკეტინგი
- აღრიცხვა, აუდიტი, დაბეგვრა
- ეკონომიკა
- განათლების ადმინისტრირება
- კომპიუტერული მეცნიერება
- მათემატიკა
- პროფესიული და უწყვეტი განათლება
- ფიზიკა
- კლინიკური ფსიქოლოგია
- სამართალი
- ბიოლოგია
- ეკოლოგია
- ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება
- ქიმია
- ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიები
- სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა
- ტურიზმის მენეჯმენტი
- ევროპული ფილოლოგია
- თარგმანმცოდნეობა და კულტურათშორისი კომუნიკაცია
- თურქოლოგია
- ისტორია
- ლინგვისტიკა
- ფილოსოფია
- ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის შედარებითი კვლევები
- შავიზღვისპირეთისა და კავკასიის ანტიკური არქეოლოგია
- ციფრული მედია და ინოვაციები
ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების და სპეციალობაში მისაღები გამოცდის თემატიკა იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე, ველში ,,საგანმანათლებლო პროგრამები“.
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 27 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე (გარდა 28 აგვისტოს და შაბათ-კვირისა), 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N20, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).
მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება (შევსებული № 2 დანართის შესაბამისად);
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - ბსუ-ს მიერ დამოწმებული, ხოლო 2025 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე), უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე;
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ზ) სხვა დოკუმენტი, თუკი ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.
მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი განრიგით:
მისაღები გამოცდა უცხო ენაში (კონკურსანტს მოეთხოვება ბსუ-ს შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დაშვების წინაპირობად განსაზღვრული უცხო ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა) - 2025 წლის 9 სექტემბერი (დაწყების დრო: I ცვლა - 10:00 საათი, II ცვლა - 14:00 საათი; ჩატარების ადგილი - ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ბსუ-ს N4 კორპუსის მე-3 სართული - ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12);
უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2025 წლის 9 სექტემბერი;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2025 წლის 10 სექტემბერი 10:00- დან 16:00- მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N1, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32);
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება - 2025 წლის 10 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).
მისაღები გამოცდა სპეციალობაში (წერითი) - 2025 წლის 11 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო: I ცვლა - 10:00 საათი, II ცვლა - 14:00 საათი; ჩატარების ადგილი - ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ბსუ-ს N4 კორპუსის მე-3 სართული - ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12);
გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2025 წლის 12 სექტემბერი;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2025 წლის 15 სექტემბერი, 10:00- დან 16:00 საათმდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N1, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება - 2025 წლის 15 სექტემბერს (შენიშვნა: პროგრამის განმახორციელებელი ფაკულტეტი ქმნის საპრეტენზიო განცხადებების განმხილველ კომისიას, რომელშიც არ მონაწილეობს პირები, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული მაგისტრანტობის კანდიდატების შეფასებაში); პრეტენზიების განხილვის შედეგები ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).
მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია გამოცდაზე იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს გამომცდელს (დაგვიანებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება).
გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 16 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე და ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურთან (კანცელარია) არსებულ საინფორმაციო დაფაზე.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2025 წლის 17 და 18 სექტემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა N32/35;
კორპუსის და ოთახის ნომრის შესახებ ინფორმაცია განთავსდება გამოცდის საბოლოო შედეგებთან ერთად;
შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელსაც ბსუ-ში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობის საფუძველზე შეიძლება ჩაირიცხოს მაგისტრატურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე ბსუ-ში წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს).


უკან |