
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები გერმანიაში, ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირებას გაივლიან. სტუდენტები აეროპორტში ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძემ, ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, დეკანის მოადგილე ნატო ზოსიძემ გააცილეს და ახალგაზრდებს წარმატებული სტაჟირება და პროფესიული განვითარება უსურვეს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე გამარჯვებული სტუდენტები - ანანო ვერძაძე, ელენე კახიძე, თორნიკე თედორაძე და გიგა ფუტკარაძე ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში ინტენსიური თერაპიის, ონკოლოგიისა და ქირურგიის სფეროებში პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ.
სტაჟირება ხორციელდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკას შორის 2025 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
პრაქტიკის ინიციატორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებული, მედიცინის დოქტორი, ფრაიბურგის უნივერსიტეტის პანკრეასისა და სარკომის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო ჩიხლაძე, რომელიც ფრაიბურგის ზოგადი და ვისცერული ქირურგიის დეპარტამენტის კლინიკურ დირექტორთან, პროფესორ სტეფან ფიხტნერ ფაიგლთან ერთად უხელმძღვანელებს სტუდენტთა სტაჟირებას გერმანიაში.
სტაჟირება შედგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის და აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების თანადაფინანსებით.
უკან |