საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სამთვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

სურათი

სტაჟირების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის!

2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ცხადდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. სტაჟირების ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ როგორც აქტიურ სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს, დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს შესაბამის განათლებას და აკადემიურ მოსწრებას.

სტაჟირება საშუალებას მოგცემთ:

  • მიიღოთ რეალური გამოცდილება საჯარო სექტორში;
  •  შეამოწმოთ თქვენი ცოდნა პრაქტიკაში;
  •  დაამყაროთ პროფესიული კავშირები;
  •  უკეთ გაეცნოთ საჯარო დაწესებულებების მუშაობის წესებს.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 20 აგვისტოს №177 დადგენილებით („საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“) განსაზღვრულია, რომ საჯარო დაწესებულებები ითანამშრომლებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სტაჟიორობის მსურველების ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების მიზნით. ეს ნიშნავს, რომ სტაჟიორთა შერჩევის პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია დამსაქმებელ ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

📧 userhr@gov.ge

📞 (995 32) 299 09 00

დადგენილება იხილეთ დანართის სახით.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა