15–19 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „მაღალი ენერგიების ფიზიკის ახალი ტენდენციები - 2025 „New Trends in High-Energy Physics – 2025“. მრავალდისციპლინური საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება თანამედროვე მაღალი ენერგიების ფიზიკაში წამყვანი თემების განხილვას. მიზანია წამყვანი მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრების შეკრება, თანამშროლობის გაღრმავება და ფუნდამენტური ფიზიკის მიღწევების პოპულარიზაცია.
კონფერენცია ეძღვნება პროფ. ლასლოჟ იენკოვსკის (Laslo Jenkobski) (1942–2025) ხსოვნას — New Trends in High-Energy Physics სერიის დამაფუძნებელს და შთამაგონებელ ლიდერს. ის კონფერენციის ორგანიზების პროცესში 2025 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა, ამიტომ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა კონფერენცია მიუძღვნას მის ხსოვნას.
კონფერენციის ვებგვერდი განთავსებულია ცერნის სერვერზე:
https://indico.cern.ch/event/1501140/overview
კონფერენციზე რეგისტრირებულია 50-მდე მოხსენება, მათ შორის 38 უცხოეთიდან. საქართველო, აშშ, კანადა, გერმანია, უკრაინა, პოლონეთი, სომხეთი, უნგრეთი, იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აზერბაიჯანი, მაროკო, შვეიცარია (CERN), თურქეთი, საფრანგეთი.
უკან |