„საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XV საერთაშორისო კონფერენცია“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XV საერთაშორისო კონფერენცია“ გაიხსნა. ბსუ-ს 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ექვსდღიან კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების 300-მდე მეცნიერი. წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებები ხელს შეუწყობს ინფორმაციის გავრცელებას, თანამშრომლობის გაძლიერებას, საქართველოში მიმდინარე მათემატიკური კვლევებისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო ჟურნალში „Journal of Mathematical Sciences” (Springer).

კონფერენციაზე შერეული ფორმატით იმუშავებს 10 პარალელური სექცია:

 

  • ალგებრა და რიცხვთა თეორია;
  •  დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებები და მათი გამოყენებები; გეომეტრია და ტოპოლოგია;
  •  ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი;
  •  მათემატიკური განათლება და მათემატიკის ისტორია;
  •  მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული მათემატიკა;
  •  მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი;
  • თეორიული ფიზიკა;
  •  ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა;
  •  ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი.
  •  იმუშავებს აგრეთვე, მინი-სიმპოზიუმი: გამოყენებითი მონაცემთა მეცნიერება.

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან:  მათემატიკურ მეცნიერებათა ფილდსის კვლევითი ინსტიტუტის (ტორონტო, კანადა)  დირექტორი, პროფესორი - Deirdre Haskell  და  მარმარის უნივერსიტეტის (სტამბოლი, თურქეთი) და  ჰელმჰოლცის კვლევითი ცენტრის (TUM, მიუნხენი, გერმანია) პროფესორი Messoud Efendiyev.     კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტსა და ბსუ-ს შორის, რაც ხელს შეუწყობს მათ შორის შემდგომი  ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და გაცვლითი პროგრამების  გაძლიერებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა