„თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2025“
ძვირფასო კოლეგებო, გაცნობებთ, რომ 2025 წლის 6-7 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება IV საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2025“
კონფერენცია ეძღვნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს.
კონფერენციის ორგანიზატორები:
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
- ბიელსკო-ბიალას უნივერსიტეტი (პოლონეთი)
კონფერენცია გაიხსნება 2025 წლის 6 ოქტომბერს, 11:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში N55.
სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც დაინტერესებულია შესაბამისი თემატიკით და წარმოადგენს აქტუალურ და მეცნიერულ სიახლეზე ორიენტირებულ მოხსენებას.
კონფერენციის თემატური მიმართულებები:
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
- ფიზიკა - მათემატიკა
- ჰუმანიტარულ - სოციალური მეცნიერებები
კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ 20 სექტემბრამდე გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/opd6aKJoQ9FbgLBCA
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
კონფერენცია ჩატარდება შერეული ფორმატით (ადგილზე/ონლაინ დასწრებით). მსურველებმა მოხსენებები შეიძლება წარმოადგინონ ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება − 10-12 წუთი, მსჯელობა − 5 წუთი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები, სტატიის სახით, უნდა გადმოიგზავნოს 2025 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის რეკომენდაციით შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება კონფერენციის შრომათა კრებულში, რომელიც ინდექსირებულია google scholar-ში.
სრული ინფორმაცია ნაშრომის გაფორმების წესის, კონფერენციის პროგრამის და კონფერენციაში მონაწილეობის საფასურის შესახებ იხილეთ კონფერენციის ვებ-გვერდზე: https://icsconf.gtu.ge/ge
უკან |