მეცნიერების ფესტივალი - “საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა”

სურათი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 19 სექტემბერს  გაიმართება  მეცნიერების ფესტივალი - “საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა”

ფესტივალის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება,  კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდა.

სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში ტარდება ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე IV“ .

სამეცნიერო კონფერენცია იმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით.

კონფერენციის გახსნა: 19 სექტემბერი, 12:00 საათი,  ბსუ, 55-ე აუდიტორია, ბათუმი, ნინოშვილის ქ. № 35. კონფერენციის ვებ. გვერდი: https://bsu.edu.ge/main/page/21996/index.html?lang=ge

ღია ცის ქვეშ სამეცნიერო პავილიონების გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლები.  წარმოდგენილი იქნება  სხვადასხვა სახის სამეცნიერო პროექტის შედეგები, სახალისო აქტივობები მოსწავლეებისათვის, გამოფენები, ვიქტორინები და სხვა.

სამეცნიერო პავილიონების გახსნა: 19 სექტემბერი,  13:00 საათი, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, ბათუმი, ნინოშვილის 35.

სამეცნიერო ფესტივალში მონაწილე დაწესებულებები:

  1. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. სსიპ - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
  3. სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  4. აჭარის მუზეუმების გაერთიანება
  5. ა(ა)იპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღი
  6. შპს - ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  7. ბათუმის ტექნოპარკი
  8. გარემოს ეროვნული სააგენტო
  9. სსიპ - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
  10. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  11. სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი
  12. სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია
  13. ჰორიზონტი ევროპა - ეროვნული ოფისი
  14. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  15. შპს - საქართველოს  უნივერსიტეტი
  16. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  17. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  18. შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
  19. შპს - ევროპის უნივერსიტეტი
  20. ავიცენა

საჯარო სკოლები:

  1. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა;
  2. სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლა;
  3. სსიპ ქალაქ ბათუმის N4 საჯარო სკოლა;
  4. სსიპ ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა;
  5. სსიპ ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლა;
  6. სსიპ ქალაქ ბათუმის N18 საჯარო სკოლა;
  7. შპს სკოლა ევრო- 2000;
  8. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა;
  9. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №1 საჯარო  სკოლა;
  10. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო  სკოლა;
  11. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო;
  12. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა;
  13. სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა;
  14. სსიპ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა.

ფესტივალის ფარგლებში ჰორიზონ ევროპის საქართველოს ოფისი,  11 საათზე,  №129-ე აუდიტორიაში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა