
ძვირფასო სტუდენტებო!
გილოცავთ სწავლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას!
22 სექტემბერს, 10:00 საათზე, უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება პირველკურსელთა საზეიმო მიღება.
ღონისძიების განრიგი:
10:00 – 12:00 საათი – პირველკურსელთა საზეიმო მიღება
12:00 – 16:00 საათი – საინფორმაციო შეხვედრები ფაკულტეტების დეკანებთან და ადმინისტრაციასთან.
პირველკურსელებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ფაკულტეტების დეკანებთან და ადმინისტრაციასთან გაიმართება შემდეგ აუდიტორიებში:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 22 სექტემბერი, 10:00 საათი, ბსუ-ს ეზო, საზეიმო მიღება; საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან - 12:00 საათი, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი. საგანმანათლებლო პროგრამები: ქართული, ინგლისური, გერმანული, რომანული, სლავური ფილოლოგია, თურქოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, ჟურნალისტიკა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი – 22 სექტემბერი, 10:00 საათი, ბსუ-ს ეზო, საზეიმო მიღება; საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან - 12:00 საათი, I კორპუსი, III სართული, 55-ე აუდიტორია; საგანმანათლებლო პროგრამები: ბიოლოგია, ქიმია, ეკოლოგია, გეოგრაფია, მედიცინა, სტომატოლოგია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია;
ტექნოლოგიური ფაკულტეტი – 22 სექტემბერი, 10:00 საათი, ბსუ-ს ეზო, საზეიმო მიღება; საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან - 14:00 საათი, I კორპუსი, III სართული, 55-ე აუდიტორია. საგანმანათლებლო პროგრამები: მშენებლობა, არქიტექტურა, ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტინჟინერია, ნავთობისა და გაზის ინჟინერია, აგრარული ტექნოლოგიები; სასურსათო ტექნოლოგიები
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 22 სექტემბერი, 10:00 საათი, ბსუ-ს ეზო, საზეიმო მიღება ; საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან 14:00 საათი, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი. საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალმცოდნეობა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა და საჯარო მმართველობა;
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 22 სექტემბერი, 10:00 საათი, ბსუ-ს ეზო, საზეიმო მიღება; საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან - 12:00 საათი, II კორპუსი, IV სართული. საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება, (402, 421, 430 აუდიტორიები) ფინანსები (415 აუდიტორია), ეკონომიკა (423 აუდიტორია);
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი – 22 სექტემბერი, 10:00 საათი, ბსუ-ს ეზო, საზეიმო მიღება ; საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან - 23 სექტემბერი, 10:00 საათი, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი. საგანმანათლებლო პროგრამები: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ფიზიკა, სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა;
ტურიზმის ფაკულტეტი – 22 სექტემბერი, 10:00 საათი, ბსუ-ს ეზო, საზეიმო მიღება; საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან - 12:00 საათი, II კორპუსი, I სართული, აუდიტორიები - N116, N 120, N 131; საინფორმაციო შეხვედრა ასევე გაიმართება 23 სექტემბერს, 13:00 საათზე, I კორპუსი, III სართული, (55 აუდიტორია) საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი;
უკან |