
ბსუ-ს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად რეგისტრაცია დაიწყო!
რეგისტრაციის პერიოდი - 2025 წლის 17 სექტემბრიდან – 21 სექტემბრის ჩათვლით!
ბსუ-ს პორტალზე რეგისტრირებული ბსუ-ს სტუდენტები, ასევე 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირები, ვინც დადგენილ ვადებში გაიარა რეგისტრაცია და გააფორმა ბსუ-სთან ხელშეკრულება, უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ონლაინ რეგისტრაცია.
გაიარე ავტორიზაცია ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე 🔑 portal.bsu.edu.ge
შეავსე “ჩემი პროფილი” → “სოციალური ბარათი” 📝 ჩაწერე ან განაახლე ინფორმაცია და ატვირთე საჭირო დოკუმენტები 📄.
გააკეთე განაცხადი საერთო საცხოვრებელში ცხოვრებაზე 🏠
პორტალის მოდულის📍საერთო საცხოვრებელის საშუალებით აირჩიე „რეგისტრაცია საერთო საცხოვრებელში 2025-2026 სასწავლო წლისათვის“ და
დააჭირე ✅ დადასტურებას.
🏢 სტუდენტური საცხოვრებელი მოიცავს:
🔒 დაცვის ოთახი
🧑💼 ადმინისტრაცია
🧺 სამრეცხაო-საშრობი
🖥️ საკონფერენციო დარბაზი
🏠 საცხოვრებლის ბლოკები: 4 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპით, საკუთარი სველი წერტილით 🚿 და სამზარეულოთი 🍳
♿ შშმ პირებისთვის ადაპტირებული 3 ბლოკი – თითო თითოეულ სართულზე
- ლიფტი შშმ პირებისთვის
📞 დამატებითი კითხვების შემთხვევაში:
📱 577 14 10 55
📱 577 17 70 29
📌რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ portal.bsu.edu.ge
უკან |