სამეცნიერო კონფერენცია - „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე IV“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მეცნიერების ფესტივალის ,,საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა” ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე IV“ გაიხსნა.

ორდღიანი კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა, როინ მალაყმაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მეცნიერების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან ქოქრაშვილმა, პოლონეთის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის რექტორმა, პაველ გოტოვიეცკიმ და  თურქეთის ილის უნივერსიტეტის პროფესორმა, ოსმან აიტეკინმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილია მოხსენებები შავი ზღვის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, გეოგრაფიის, ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, პოლიტოლოგიის, ფსიქოლოგიის და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. ფორუმში მონაწილეობს 10-ზე მეტი ქვეყნის 350-ზე მეტი მეცნიერი.

სამეცნიერო კონფერენცია იმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა