
ბსუ-ში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მეცნიერების ფესტივალი ,,საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა” გაიმართა.
ღონისძიებაზე 45-მდე სტენდი დაეთმო უნივერსიტეტებს, ორგანიზაციებს, კვლევით ცენტრებს, კერძო და საჯარო სკოლებს, მუზეუმებს, რომლებმაც საინტერესო ექსპერიმენტები, სახალისო აქტივობები, ინტერაქციული გამოფენები და სამეცნიერო პროექტების შედეგები წარმოადგინეს.
სამეცნიერო ფესტივალი მიზნად ისახავდა მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებას, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდას.
მეცნიერების ფესტივალი გახსნეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მეცნიერების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან ქოქრაშვილმა.
სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში, ბსუ-ს მეცნიერები და პროფესორები შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ.
- ფოლკლორის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი თინა შიოშვილი;
- მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით გაწეული საქმიანობისათვის - ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ენვერ ხალვაში;
- სამეცნიერო მიღწევებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ვლადიმერ ბალაძე;
- წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისათვის - ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორი ანზორ დევაძე;
- ფსიქოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუსი ნოდარ ბარამიძე;
- საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების წარმატებულად ორგანიზებისთვის - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი ბადრი გეჩბაია.
- სამეცნიერო პროექტების წარმატებულად განხორციელებისათვის - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი ინდირა ჯაფარიძე;
- ეროვნულ საგრანტო პროექტებში აქტიური ჩართულობისათვის - ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მზიური გაბაიძე;
- სამეცნიერო საქმიანობის წარმატებულად განხორციელებისათვის - აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნინო კიკნაძე;
- ქართველოლოგიურ კვლევებში შეტანილი წვლილისთვის - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ელზა ფუტკარაძე.
უკან |