
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, უნივერსიტეტის 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „მაღალი ენერგიების ფიზიკის ახალი ტენდენციები - 2025 „New Trends in High-Energy Physics – 2025“. საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში და გააერთიანა მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები მაღალი ენერგიების ფიზიკის მიმართულებით.
მონაწილეები 18 ქვეყნიდან (საქართველო, აშშ, კანადა, გერმანია, იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი, უკრაინა, შვეიცარია, ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, რუმინეთი). წარმოდგენილი იყო 45-ზე მეტი სამეცნიერო მოხსენება, პლენარული და სექციური, ხოლო 3 ონლაინ მოხსენება.
კონფერენციის გამორჩეული მომხსენებლები:
- გია დვალი (LMU მიუნხენი, გერმანია);
- ლარი მაკლერანი (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ);
- ელენა ბრატკოვსკაია (GSI & ფრანკფურტის უნივერსიტეტი, გერმანია);
- ანდჟეი ჩარნეცკი (ალბერტას უნივერსიტეტი, კანადა);
კონფერენცია გახდა ღრმა სამეცნიერო დისკუსიების სივრცე ჰადრონული სტრუქტურის, კოლაიდერული ფიზიკის, ნეიტრინოსა და ასტროფიზიკის, გრავიტაციული ტალღების, ინსტრუმენტულ და გამოყენებით კვლევებში.
უკან |