პირველსემესტრელ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პირველსემესტრელ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.  სტუდენტებს ბსუ-ს რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები  შეხვდნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს. სტუდენტებმა შეხვედრებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, მარეგულირებელ აქტებზე, აკადემიური შეფასების სისტემაზე,  სტიპენდიებზე, გაცვლით პროგრამებზე, ელექტრონულ სერვისებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე.

შეხვედრები კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა და სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს  მათთვის საინტერესო საკითხებზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა