რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგით მე-16 სხდომაში.

სხდომა გახსნა რექტორთა მუდმივმოქმედი  კომისიის  თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. კონფერენციაში მონაწილებდნენ საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. შეხვედრაზე განიხილეს კონფერენციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

სიტყვით გამოვიდა განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, რომელმაც მადლობა გადაუხადა რექტორებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს  განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უმაღლესი განათლების სფეროს განვითარების კუთხით, სახელმწიფოსა და უნივერსიტეტების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯოზეპ გარელი, რომელმაც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ძირითადი ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი EUA-ის სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი მაურიციო ტირა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა