
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობას ღებულობენ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის VIII საერთაშორისო კონფერენციაში „Geoanesthesia 2025 ”.
კონფერენციაში მონაწილეობენ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები, ტოქსიკოლოგები და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები. მსოფლიოს წამყვანი მედიკოსები ორი დღის განმავლობაში დარგში არსებულ პრობლემებსა და საერთაშორისო მიღწევებზე იმსჯელებენ.
კონფერენცია აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის პრეზიდენტმა, ბსუ-ს პროფესორმა ილია ნაკაშიძემ, აჭარის ა.რ. ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა გახსნეს.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ვორქშოფები თემებზე: ,,ულტრაბგერის გამოყენება კრიტიკულ მედიცინასა და ანესთეზიოლოგიაში“ და ,,სასუნთქი გზების მენეჯმენტი“. კონფერენციაში მონაწილეობენ სპიკერები საქართველოდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან.
საერთაშორისო კონფერენცია „Geoanesthesia 2025“ ,,ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის“, აჭარის მთავრობის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.
უკან |