
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართა. ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარინე გიორგაძემ და მთავარმა სპეციალისტმა ლელა თავართქილაძემ სტუდენტებს 2025-2026 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული ,,Erasmus+“-ის და აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამები გააცნეს.
საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პირობების, კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის, პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სტიპენდიების შესახებ.
გაცვლითი პროგრამების კონკურსი 2025 წლის 1 ოქტომბრიდან გამოცხადდება და სტუდენტებს საშუალება მიეცემათ საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის, ლატვიის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის და ფინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განახორციელონ მობილობა ერთი სემესტრის განმავლობაში.
უკან |