
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს საქართველოში, შარმან ლივერს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ელჩის მოადგილე ბსუ-ს რექტორს ტიტე აროშიძეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ბრიტანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების შესაძლებლობები და მემორანდუმების გაფორმების პერსპექტივები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
ბსუ-ს წარმომადგენლებმა შარმან ლივერს გააცნეს უნივერისტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების მიერ განხორციელებული კვლევები. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.
შეხვედრას ბსუ-ს რექტორის მოადგილეები - თამარ სირაძე და გიორგი ქათამაძე, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, მარინე გიორგაძე და მთავარი სპეციალისტი ლელა თავართქილაძე ესწრებოდნენ.
უკან |