
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2025“ გაიხსნა.
ორდღიანი კონფერენცია უნივერისტეტის 90 წლის იუბილეს ეძღვნება და მასში 11 ქვეყნის 80-მდე მომხსენებელი მონაწილეობს. სამეცნიერო ფორუმი მოიცავს პლენარულ სხდომებს, სექციურ მუშაობას და დისკუსიებს. მონაწილეები წარადგენენ მოხსენებებს თემატური მიმართულებების მიხედვით, მათ შორის:
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
- ფიზიკა-მათემატიკა;
- ჰუმანიტარულ-სოციალური მეცნიერებები.
კონფერენცია მიზნად ისახავს თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების გაზიარებას, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, სხვადასხვა დისციპლინაში ინოვაციური მიდგომების განხილვას და ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობას.
ფორუმზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებები Google Scholar-ში ინდექსირებულ შრომათა კრებულში დაიბეჭდება.
კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (HTW) უნივერსიტეტის (გერმანია) და ბიელსკო-ბიალას უნივერსიტეტის (პოლონეთი) ორგანიზებით მიმდინარეობს.
უკან |