
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა.
ლექციის განმავლობაში დავით ნარმანიამ ისაუბრა კომისიის საქმიანობაზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროს მნიშვნელოვან თემებზე და იმ საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებიც ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ლექცია ჩატარდა პროექტის - „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისთვის“ ფარგლებში, კომისიის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფუძნებული ბავშვთა უფლებების ცენტრის ორგანიზებით.
უკან |