ბსუ-პროფესიული უნარების სააგენტოს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის - „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ კომპონენტის გამარჯვებულია.

კონკურსის მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაფორმალური განათლების კომპონენტის გაძლიერება, სტუდენტური სერვისების განვითარება და მონაწილეთა საკვანძო კომპეტენციების ამაღლება.საგრანტო პროექტის ფარგლებში ბსუ, აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით, განახორციელებს ინოვაციურ ინიციატივას - „კარიერის კომპასი“, რომელიც შექმნის ეფექტიან პროფორიენტაციისა და უნარების გაზიარების სისტემას. პროგრამა დაეხმარება მონაწილეებს შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, გაეცნონ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს და სწორად შეარჩიონ პროფესიული გზა.

პროექტს ახორციელებს ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი, რომლის სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართული პროფესიული უნარების გავრცელებასა და პოპულარიზაციაში.

ინიციატივა ორიენტირებულია ორ ძირითად მიმართულებაზე:პროფესიული უნარების გაზიარების ციკლი - სემინარების, ვორქშოფებისა და მასტერკლასების ორგანიზება; ინტერაქტიული სოციალური არხების შექმნა და მართვა სტუდენტური ჩართულობის გასაძლიერებლად.

პროექტის ფარგლებში ბსუ და აჭარის დასაქმების სააგენტო ერთობლივად განახორციელებენ ღონისძიებებს განათლებისა და დასაქმების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების კარიერული განვითარებისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას რეგიონში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა