
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+"-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს 2025 – 2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მოკლევადიანი (5+2) მობილობის განსახორციელებლად.
მიმღები უნივერსიტეტების ჩამონათვალი და ადგილების რაოდენობა იხ. დანართ #1-ში;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ(გადაამოწმოთ), რომ მიმღები უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია, შეიძლება, განახლდეს).
მიმართულება: მიმღებ უნივერსიტეტთან თანმხვედრი მიმართულება
კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:
- გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტი პერსონალის წარმომადგენელი უნდა იყოს ბსუ-ს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული ან დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული პირი ან სასწავლო პროცესის განხორციელების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით მოწვეული მასწავლებელთა პერსონალის წარმომადგენელი/სპეციალისტი (შენიშვნა: რეკომენდებული არ არის დასაქმებულის ერთსა და იმავე უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში ერთზე მეტ შემთხვევაში საერთაშორისო მობილობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიმღები უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილია დამატებითი მოთხოვნა (კორესპონდენცია).
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად)
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ან საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა დასაქმების ადგილიდან, დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- შესაბამისი უცხო ენის B1/B2/C1 დონეზე ფლობის (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად) დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი ან კონკურსანტის თანხმობა, ჩააბაროს ბსუ-ს მიერ ორგანიზებული უცხო ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდა (ამ შემთხვევაში, უნდა მიეთითოს განცხადებაში);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- მობილობის პერიოდში განსახორციელებელი საქმიანობის (სამუშაო) გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- წინასწარი მოწვევის (დაინტერესების) წერილი (Letter of Interest/Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურის (ფაკულტეტის/დარგობრივი დეპარტამენტის/სამსახურის მიერ ხელმოწერილი) უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან, რომელიც მობილობის პერიოდში უშუალო მასპინძლობას გაუწევს დასაქმებულს (ინგლისურ ენაზე). აღნიშნულ წერილში უნდა იყოს დაკონკრეტებული: სასწავლო პროცესის განხორციელების შემთხვევაში - ჩასატარებელი ლექციების თემატიკა, საათების რაოდენობა; ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შემთხვევაში - სხვა აქტივობები (საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა, საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა/გაზიარება ან/და სხვა);
- კონკრეტული კონკურსის გამოცხადების შესახებ საუნივერსიტეტო აქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
პერსონალის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, ბსუ-ს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (კანცელარიის) მეშვეობით: აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის-eflow; ხელშეკრულებით მოწვეული პირისთვის ელექტრონული ფოსტა: info@bsu.edu.ge
კონკურსის ეტაპები :
- საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად: 2025 წლის 10 ოქტომბერი - 24 ოქტომბერი (15:00 საათამდე);
- გასაუბრება კომისიასთან - 2025 წლის 30 ოქტომბერი
სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს
- მგზავრობისა და დღიური ხარჯის ანაზღაურებას.
შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და გაესაუბროს.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე:

უკან |