ღვაწლმოსილი პროფესორის, ილია კეჭეყმაძის საჯარო ლექცია თემაზე: „მოგონებები დიმიტრი უზნაძეზე”

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიაზე საჯარო ლექცია წაიკითხა 97 წლის ღვაწლმოსილმა უნივერსიტეტელმა, ცნობილმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა,  ბატონმა ილია კეჭეყმაძემ, რომლის ცხოვრება და პროფესიული გზა თავად ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიის ნაწილია.

ბატონ ილიას დიდი წვლილი მიუძღვის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის კურსის სწავლების დანერგვაში და შემდგომ ფსიქოლოგიის დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მისი ლექციები დღესაც ისეთივე შთამბეჭდავია - ღრმა, თბილი და ადამიანური - დღესაც სწორედ ეს იგრძნობოდა აუდიტორიაში.

 ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებთ ბატონ ილიას!

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა