ბსუ-ს ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორი იბრაჰიმ აიდინი, რომელიც ექვსი თვის წინ შეუდგა თანამდებობაზე მუშაობას, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი ჰაკან გიულტეკინი და ბსუ-ს ყოფილი დოქტორანტი ალი ქესკინი,  რომელმაც წარმატებით დაიცვა დისერტაცია.

დელეგაციას ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გაამახვილეს ერთობლივ გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც ითვალისწინებს როგორც სტუდენტების, ისე პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობას.

შეხვედრას ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ღლონტი, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე და ასოცირებული პროფესორი ლია ჭყონია ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა