შ. ესენოვის სახელობის კასპიის (ყაზახეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჟანა ტოლისბაევა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, რექტორის მოადგილეებთან, დეკანებთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. მხარეებმა გაცვლითი პროგრამებისა და სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელების პირობებზე ისაუბრეს.
უკან |