
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრს დენის სალუქვაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამინისტროს პროგრამების შემუშავებაში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობას და ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობას სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში.
უკან |