ბსუ-ს წარმომადგენლებმა საბერძნეთის პირველ საერთაშორისო ბიბლიოთეკართა კვირეულში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

22–26 სექტემბერს, საბერძნეთის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტში (Hellenic Mediterranean University), კუნძულ კრეტაზე, „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში გაიმართა აკადემიური ბიბლიოთეკებისთვის პირველი საერთაშორისო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღეს 20 ქვეყნის 40 წარმომადგენელმა. ღონისძიებაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და ბსუ-ს ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ხატია სიხარულიძე.

საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავდა აკადემიურ ბიბლიოთეკარებს შორის გლობალური პარტნიორობის გაძლიერებას, თანამედროვე ტენდენციებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას, ბიბლიოთეკების როლის მნიშვნელობას კვლევის, სწავლებისა და განათლების პროცესში.

ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა: აკადემიური ბიბლიოთეკების თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები, ღია მეცნიერების (Open Science) განვითარება, ხელოვნური ინტელექტის გავლენა ბიბლიოთეკების საქმიანობაზე და სტუდენტური პერსპექტივა და საჭიროებები.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ბიბლიოთეკების დიგიტალიზაციის თანამედროვე მოდელებს, ინოვაციურ პლატფორმებსა და სერვისების ოპტიმიზირების გამოცდილებას.

თამარ სირაძემ და ხატია სიხარულიძემ ვიზიტის შედეგები წარადგინეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ტიტე აროშიძესთან, ასევე ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასთან და შესაბამის სამსახურებთან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა