
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები - ლისა ბარიე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე, ევა ბერტრანი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი, სარა გამბარდელა ფრანგული ინსტიტუტის და საელჩოს სტაჟიორი და ნათია მსხალაძე „კამპუს ფრანსის“ ხელმძღვანელი ეწვივნენ.
ბსუ-ს რექტორთან ტიტე აროშიძესთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ბსუ აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის უნივერსიტეტებთან, „Erasmus+“ის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში და სისტემატურად ახორციელებს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.
საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშემ ევა ბერტრანმა ისაუბრა ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განვითარების შესაძლებლობებზე, ასევე საერთაშორისო მობილობის გაფართოების გეგმებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილეები: გიორგი ქათამაძე და თამარ სირაძე, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინე გიორგაძე და რომანული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ნატალია სურგულაძე.
| უკან | 









