ბსუ-ს რექტორი „სტუდფესტი 2025“-ის გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა

სურათი

3 ნოემბერს თბილისში, „მონოჰოლში“ გაიმართა ახალგაზრდული ფესტივალის  „სტუდფესტი 2025“ გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოხალისეობრივი კონკურსის, ბსუ-ს ბენდის, სოლო და დუეტის სიმღერის კონკურსის მონაწილეები.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე ფესტივალის შემდეგ ბსუ-ს იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ. რექტორმა სტუდენტებს  წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი შრომა, შემოქმედებითი ენერგია და აქტიურობა ღირსეულად წარმოაჩენს უნივერსიტეტს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

კონკურსის გამარჯვებული გახდა ბსუ-ს მოხალისეობრივი გუნდი, პროექტით „ART-ერა“ ხუთი სტუდენტის შემადგენლობით. ჟიურის გადაწყვეტილებით, გუნდი ნოემბრის ბოლოს პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ბსუ-ს მუსიკალური ბენდი, სოლო და დუეტის შემსრულებლები, მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „ზურგის ქარი“კონკურსში მეორე ადგილზე გავიდნენ და ფულადი ჯილდო მიიღეს.

ვულოცავთ მონაწილეებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

„სტუდფესტი“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.

წელს ფესტივალში მონაწილეობა 15 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, აქედან 400-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც პრიზებით და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა