
ბსუ-ში სტუდენტური მუსიკალური ღონისძიება - „შემოდგომის სერენადები“ გაიმართა. საღამოზე სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა და ლექტორებმა ერთად შეასრულეს მუსიკალური ნომრები. სცენა იქცა საერთო ემოციის სივრცედ - ქალაქური სიმღერები, თბილი აუდიტორია და ერთობის განცდა განსაკუთრებულ განწყობას ქმნიდა. ღონისძიება სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა და ბსუ-ს 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.
| უკან |



















