კომუნიკაციების კომისიის (ComCom) ვორქშოფი BSU-ში - „მედიაწიგნიერება სტუდენტებისთვის: როგორ გავუმკლავდეთ ინფორმაციულ საფრთხეებს დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის ეპოქაში?“

სურათი

კომუნიკაციების კომისიამ (ComCom), პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან მედიაწიგნიერებისა და მომიჯნავე საკითხების შესახებ თეორიულ-პრაქტიკული ვორქშოფი გამართა, რომელსაც ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მედიაწიგნიერების არსი და როლი თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში, დეზინფორმაციის შექმნისა თუ გავრცელების შესაძლო მოტივები, დეზინფორმაციისა და მანიპულაციური კომუნიკაციის ტექნიკები, პროპაგანდის და კონსპირაციული თეორიების მნიშვნელობა და მახასიათებლები, ხელოვნური ინტელექტი ყალბი ინფორმაციისა და აუდიოვიზუალური მასალის შექმნის კონტექსტში, ინფლუენსერების როლი საზოგადოებრივი და ინდივიდუალური აზრის ფორმირების კუთხით და ინფორმაციის გადამოწმების საკვანძო ეტაპები.

საგულისხმოა, რომ შეხვედრა თეორიული ნაწილის გარდა, ინფორმაციის გადამოწმების შესახებ გუნდურ სავარჯიშოსაც მოიცავდა.

მიმდინარე პროექტები სტუდენტებისთვის:

„გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი“ - ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი სტუდენტებისთვის - https://comcom.ge/ge/yvela-siaxle/gaxdi-mediawignierebis-mkvlevari.page

„მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი“ - კონკურსი სტუდენტებისთვის - https://comcom.ge/ge/yvela-siaxle/mediawignierebis-globaluri-hakatoni.page

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა