ბსუ-მ, „ბათუმის წყალმა“, „აჭარის წყლის ალიანსმა“ და „MACS“-მა პროფესიული გადამზადების ერთობლივ პროგრამებზე მემორანდუმი გააფორმეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შპს „ბათუმის წყალს“, სს „აჭარის წყლის ალიანსსა“ და შპს „MACS“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში პროფესიული გადამზადების ერთობლივი პროგრამების განხოციელებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ორი პროფესიული პროგრამის განხორციელებაზე: „წყალმომარაგების ქსელების ტექნიკური უზრუნველყოფა და შეკეთება“ და „წყალარინების ქსელების ტექნიკური უზრუნველყოფა და შეკეთება“.

პროგრამები განხორციელდება პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით, რაც გულისხმობს თეორიულ მომზადებას ბსუ-ში და პრაქტიკულ სწავლებას პარტნიორი კომპანიების რეალურ სამუშაო გარემოში. მემორანდუმის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორისთვის საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და არსებული სპეციალისტების პროფესიული უნარების გაუმჯობესება.

შეხვედრას ბსუ-ს რექტორის მოადგილეები: თამარ სირაძე და გიორგი ქათამაძე, პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი ბადრი გეჩბაია, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ემერიტუს-პროფესორი ზურაბ მეგრელიშვილი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა